ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 23 ივნისიდან განაცხადების მიღებას იწყებს.
სრული ზოგადი განათლების ატესტატი - გაიცემა პირებზე რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს და სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
საშუალო საფეხურის სერტიფიკატი - გაიცემა პირებზე, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს, მაგრამ ვერ ან არ ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი - გაიცემა პირებზე, რომლებმაც საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით დაძლიეს.
დაინტერესებულ პირებს ატესტატის აღება შეუძლიათ როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.