განათლება | ზესტაფონი

ჩამნაცვლებელი აღმზრდელი / დეიდა, ბიძა - ზესტაფონი

ჩამნაცვლებელი აღმზრდელი / დეიდა, ბიძა - ზესტაფონი
ჩამნაცვლებელი აღმზრდელი / დეიდა, ბიძა - ზესტაფონი

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე ჩამნაცვლებელი აღმზრდელი პირები: დეიდა და ბიძა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით ძირითად აღმზრდელებთან (დედობილი/მამობილი) ერთად;
  • შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
  • შეცვალოს შვებულებისა და დასვენების (შაბათ-კვირა) დღეებში, ასევე, საგანგებო სიტუაციების დროს ძირითადი აღმზრდელი (დედობილი/ მამობილი) და შესაბამისად, სრულად შეასრულოს ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) მოვალეობა;
  • ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) შეცვლისას შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) დავალებები, ოჯახის შესაბამისი პრინციპებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;

მოთხოვნები:

წყვილი, რომელიც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი სამუშაო პირობები: ცვლაში მორიგეობა. ძირითადი სამუშაო შაბათ-კვირას, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა) ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი 3, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელი.

განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა: 2014 წლის 23 მაისი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge/

წყარო: Knowledge is Power