განათლება | თბილისი

პრეზენტაცია - 'პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში'

პრეზენტაცია - 'პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში'
პრეზენტაცია - 'პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში'

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გერმანული უნივერსიტეტის, Steinbeis-SIBE-ის LL.M პროგრამის - "საერთაშორისო ბიზნეს - სამართალი" პრეზენტაცია.

სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ საქართველოში ევროპული განათლებისა და გერმანული უნივერსიტეტის დიპლომის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.

პროგრამის ფარგლებში ლექციებს SIBE-ს პროფესორები საქართველოში გაუძღვებიან. LL.M პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში იძლევა სწავლისა და მუშაობის შეთავსების შესაძლებლობას და გთავაზობთ სტაჟირებას გერმანიის წამყვან კომპანიებსა და დაწესებულებებში.

პროგრამა ინგლისურენოვანია, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.

იხილეთ ვრცლად პრეზენტაცია - პროგრამა 'საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში'

წყარო: ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია

ფოტო

პრეზენტაცია - 'პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში'
პრეზენტაცია - 'პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს - სამართალში'