განათლება | თბილისი

თსუ-ს ინიციატივა - 'ტურიზმის', დარგებში ან სპეციალობებში გადატანა

თსუ-ს ინიციატივა -  'ტურიზმის', დარგებში ან სპეციალობებში გადატანა
თსუ-ს ინიციატივა - 'ტურიზმის', დარგებში ან სპეციალობებში გადატანა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში არსებული დარგის, „ტურიზმის“, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებიდან მიმართულებათშორის დარგებში ან სპეციალობებში გადატანის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 21 მაისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge და დაგვიდასტუროთ მონაწილეობის სურვილი.

მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1.

წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი