განათლება | საქართველო

დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდება

სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდება
სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდება

არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. რეგიონებში კი, რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა, კლებაც არ ფიქსირდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონებში მდგომარეობის გართულება, ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს რეკომენდაციას, დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დღეს, საღამოს რესურცენტრების საშუალებით, ყველა სკოლას ეცნობება. რაც შეეხება, გაცდენილ საათებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება და გაცდენილი დრო ჩაითვლება.

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო