გარემო | თბილისი

აქცია 'არა რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას'

აქცია 'არა რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას'
აქცია 'არა რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას'

დედაენის ბაღში გაიმართა აქცია სახელწოდებით "არა რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას". ეს იყო პირველი აქცია, რომელიც გააზრებულად ეწინააღდეგებოდა
სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებას. ამ აქციამ დაუდო საფუძველი სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" ჩამოყალიბებას. სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი", მიუხედავდ გარკვეული მიღწევებისა და პროექტების შეჩერებისა, არ მიიჩნევს ამ თარიღს საზეიმოდ და ამ დღეს საპროტესტო აქციით აღნიშნავს , რადგან ბრძოლა გრძელდება.
ერთი წლის განმავლობაში წავაწყდით მრავალ სოციალურ, გარემოსა და ძეგლთადაცვით პრობლემას საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, ამიტომ "მწვანე მუშტი" საზოგადოებას გააცნობს მანიფესტს, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ სავალალო მდგომრეობას და სთავაზობს ალტერნატიულ სივრცეს, გადაწყვეტილების მიღებისა და უფლებების მოპოვებისათვის, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია სოციალური სამართლიანობის გარანტირებისათვის.

გაწუხებს :

  • ადამიანების ექსპლოატაცია საწარმოებსა და მაღაროებში
  • აგრესიული პრივატიზაციის და გასხვისების პოლიტიკა
  • ჰესების გაუაზრებელი მშენებლობა და სხვა დამანგრეველი პროექტები (ხუდონჰესის დიდი კაშხლის მშენებლობა სვანეთში)
  • რეკრეაციული ზონების განადგურება ქალაქებში
  • კულტურული მემკვიდრეობის განადგურება

მაშინ

შემოუერთდი მწვანე წინააღმდეგობას!

შეკრება ვაკის პარკის შესასვლელთან საიდანაც მსვლელობით გავემართებით მზიურში. მზიურში 19:00 საათიდან გაიმართება საპროტესტო აქცია-კონცერტი.

აქცის ორგანიზატორები არიან:

მწვანე მუშტი • Green Fist, Tbilisi Fabian Society - თბილისის ფაბიანური საზოგადოება, ძეგლის მეგობარი
საკვები ბომბების ნაცვლად / Food not bombs Tbilisi

აქციას გაიმართება ქ. ბათუმშიც, ბათუმელი სტუდენტობის, სტუდენტური მოძრაობა "ალტერნატივას" და "მწვანე მუშტის" წევრების ორგანიზებით. დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა "ალტერნატივა"

წყარო: მწვანე მუშტი