გარემო | თბილისი

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, მარცხენა სანაპიროზე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, მარცხენა სანაპიროზე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, მარცხენა სანაპიროზე, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდებს შორის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს: გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წყლის სინჯებს აიღებენ.

გაიმართება ბენდ „ესპერას“ კონცერტი ირაკლი ქოიავას მონაწილეობით, მოიხატება მტკვრის კალაპოტი, მოეწყობა ფოტოგამოფენა, და შეკრებილ სტუმრებს კიდევ არაერთი სიუპრიზი ელით. ღონისძიების მიზანია, რომ საზოგადოების ჩართვა და ცნობიერების ამაღლება მოხდეს მტკვრის მნიშვნელობასთან, ასევე წყლის რესურსების გაფრთხილების და დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მტკვრის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სლოგანი გახლავთ „გაალამაზე და გაუფრთხილდი მტკვარს".

წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო

ვიდეო