გარემო | თბილისი

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებთ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic საქართველო წარმოგიდგენთ:

13:00 -17:00 - “National Geographic საქართველოს” ფოტოგამოფენა „ბუნება და ადამიანი“

13:00 -17:00 - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები (ასაკი: 3 - დან 12 წლამდე)

13:00, 14:00, 15:00, 16:00 და 17:00 - ექსკურსიები ბუნების ისტორიის კოლექციების გამოფენაზე

საუბრები გარემოს დაცვის შესახებ:

14:00 და 16:00 - ,,გარემოს დაცვა - გლობალური დათბობა” - გია თოდუა, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების ექსპერტი, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის სპეციალისტი (ასაკი: 6 - დან 14 წლამდე)

14:00 - 17:00 - „ბიომრავალფეროვნება, მისი დაცვა და აღდგენა“ - ლევან ბუთხუზი, “National Geographic საქართველოს” მთავარი რედაქტორი (ასაკი: 14 - წლიდან)

16:00 -18:00 - მასტერკლასი მუზეუმის ეზოში „პრეისტორიული ქვის იარაღის დამზადება“ - ნიკ ტოტი, ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით ჟვანია - საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გიორგი ბიძინაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი (ასაკი: 10 წლიდან)

დასწრება თავისუფალია.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი