გარემო | თბილისი

მრგვალი მაგიდა თემაზე 'იფიქრე და იმოქმედე ახლოს ურნაა'

მრგვალი მაგიდა თემაზე 'იფიქრე და იმოქმედე ახლოს ურნაა'
მრგვალი მაგიდა თემაზე 'იფიქრე და იმოქმედე ახლოს ურნაა'

გაფიქრებს შენს ირგვლივ ბუნების დაბინძურების საკითხი, გსურს შენი წვლილი შეიტანო ამ საკითხისა და გამოწვევის მოგვარებაში, შემოგვიერთდი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილ მრგვალ მაგიდას, სადაც განხილული იქნება ნარჩენების მართვასთან საკითხები და ზოგადად ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ მარტივი ფორმა 24 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით

მიმოხილვა

25 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „იფიქრე და იმოქმედე ახლოს ურნაა“.
ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის CSDC-ის ბაზაზე ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფი: ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში. ფინანსური მხარდამჭერი ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანზიაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, დამსწრე საზოგადეობას გადაეცემათ CSDC ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გადაეცემა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურს.
ღონისძიებაზე მომხსენებით გამოვლენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: სიქა, ჰელფინგ ჰენდი, განათლებისა და მართვის გუნდი, გეოეკოალიანსი, ეთნიკური უმცირესობათა ალიანსი.

შეხვედრის დასრულების შემდგომ 14 საათზე გაიმართება ფლეშმობი თავისუფლების მოედანზე, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ნარჩენების ეფექტურად გადამუშავების შესახებ დევიზით იფიქრე და იმოქმედე ახლოს ურნაა.
შეხვედრა გაგრძელდება ერთი საათის მანძილზე და დასრულდება 12 სთ-ზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო თოდუა -არასამთავრობო ორგანზიაცია CSDC ხელმძღვანელი ტელ: 599924134;

დღის განრიგი
10.45-მონაწილეთა რეგისტრაცია
11.00- მრგვალი მაგიდის გახნა, ინიციატივის პრეზენტაცია - (CSDC)
11.20- პრეზენტაცია „ნარჩენების გადამუშავება“ და „ჭკვიანი ნაგავსაყრელები“ მარიამ ავაქოვი (საინიციატივო ჯგუფი,Helping Hand, EMG)
11.40-პრეზენტაცია „ საზოგადოების დამოკიდებულება და ნარჩენების მართვა-ციაკო აბესაძე (გეოეკო ალანსი)
11.50- პრეზენტაცია - CENN?
12.00- პრეზენტაცია "ერთი კვირა პოლიეთილენის გარეშე"- დიანა ვარდანაშილი (განათლებისა და მართვის გუნდი)
12.10-პრეზენტაცია „როგორ შეუწყოთ ხელი ეკოცნობიერების ამაღლების დონეს“- თეონა ბუაძე (სიქა)
12.20- CSDC ის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო წერილის გაცნობა.

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო