გარემო | მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა

მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა
მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მცხეთა-დიდგორის სატყეო უბანზე (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ავიაციის დახმარებით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყება. ფრენა ნატახტრის აეროდრომიდან 3 საათის განმავლობაში განხორციელდება და ულტრა-მცირე მოცულობის ჭავლით მოხდება წამლის გაფრქვევა აღნიშნულ ტერიტორიაზე.

სამინისტროს შესაწამლი პრეპარატი-Lepidocid CK-M განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა, რადგან შეწამვლა ხდება დასახლებულ პუნქტებსა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. Lepidocid CK-M წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს.

პრეპარატი - ტყის სახეობებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დასამუშავებლადაც გამოიყენება და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს, მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში არ არის ტოქსიკური!

შეწამვლის პროცესში რეკომენდებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა.

პრეპარატის ავიაშესხურების პროცესი მცხეთა-დიდგორისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებზე (2000 ჰა) დაახლოებით 3 დღის განმავლობაში, დილით, მზის ამოსვლამდე და საღამო საათებში განხორციელდება. მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის შემთხვევაში შეწამვლითი სამუშაოები შესაძლებელია გახანგრძლივდეს.

წყარო: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ფოტო

მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა
მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა
მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა
მცხეთა-მთიანეთის ტყეების შეწამვლა

ვიდეო