ჯანდაცვა | საქართველო

2015 წლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაციები წესდება

2015 წლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაციები წესდება
2015 წლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაციები წესდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტურად მუშაობისთვის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სადისპეჩერო ტრიაჟის" ამოქმედება სასწრაფოს ეფექტიან მუშაობას და მოსახელობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულად მიწოდებას შეუწყობს ხელს. „არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრება გამოძახებაზე უარის თქმა. ნებისმიერ ჩივილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გავა, რადგან ნებისმიერი, ერთი შეხედვით უწყინარი ჩივილის უკან, შესალოა, იმალებოდეს მრისხანე გართულება, თუმცა რის დანერგვასაც ვაპირებთ, არის „სადისპეჩერო ტრიაჟი" - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდოლოგია განვითარებულ ქვეყნებში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. საქართველოში კი ამ პროექტის პილოტირება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება და მომავალი წლის დასაწყისისთვის შევა ძალაში. დავით სერგეენკომ ყურადღება პირველადი ჯანდაცვის ბირთვის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, თუკი ოჯახის ექიმი მოსახლეობას ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობა შემცირდება.

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ვიდეო