ჯანდაცვა | თბილისი

შეხვედრა 'სოლიდარობის ფონდის' ამოქმედებასთან დაკავშირებით

შეხვედრა 'სოლიდარობის ფონდის' ამოქმედებასთან დაკავშირებით
შეხვედრა 'სოლიდარობის ფონდის' ამოქმედებასთან დაკავშირებით

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (NCDC) ეროვნულ ცენტრში პრეზენტაცია გამართა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ამოქმედების სამუშაოებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტების და საქვეუწყებო საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) წარმომადგენლები. „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ უზრუნველყოფს ნებაყოფლობითად, მცირე დონაციებით ფინანსური რესურსების სისტემურ მიმართვას ყველაზე მწვავე სამედიცინო და სოციალურ საჭიროებებზე. ღონისძიებაზე მარიამ ჯაშმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა აღნიშნულ ფონდთან დაკავშირებით დღეს არსებული ინფორმაცია და ასევე გააცნო დეტალური სტატუსი ფონდის ამოქმედების სამუშაოებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა საქართველოს სოლიდარობის ფონდის პროექტი. ფონდი უკვე დაფუძნდა და გაიარა რეგისტრაცია იურიდიულ პირად (ააიპ) ამა წლის 23 ივნისს. აღსანიშნავია, რომ ფონდის ორგანიზაციული ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს მოადგილეები და ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ფოტო

ვიდეო