ჯანდაცვა | თბილისი

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება

ორ წელიწადში თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება - ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მერიოტში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, "თი ბი სი ჯგუფის“ პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, გლობალური დეველოპერული და სამშენებლო ჰოლდინგ "კონტის“ ხელმძღვანელი კურტ კონტი და ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი დიმიტრი ტვილდიანი ესწრებოდნენ.

ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია "თიბისი ჰოლდინგი,“ ჰოლდინგი "კონტი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ინვესტიციის რაოდენობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმდება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი ასევე არის უცხოეთში "ქართველ ექიმთა სპეციალიზაციის ფონდის“ დამაარსებელი, სადაც ამჟამად ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მოღვაწე 200-ზე მეტი ექიმია გაერთიანებული.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. ჰოსპიტალის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ "აიეტისა“ და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ფოტო

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება

ვიდეო