› სპორტი › კალათბურთი | თბილისი
ცნობილია ევრობასკეტ 2015-ის ტურნირის ეროვნული ნაკრების მეტოქეები
უკვე ცნობილი არიან ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები. E ჯგუფში საქართველო ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან მოხვდა. ქართველები ევროშესარჩევ ტურნირს 10 აგვისტოს შინ, ჩეხეთთან მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც 3 გასვლითი თამაში აქვთ - 13 აგვისტოს უნგრეთში, 17 აგვისტოს - პორტუგალიაში და 20 აგვისტოს - ჩეხეთში. საქართველო შესარჩევ ტურნირს ორი საშინაო მატჩით დაასრულებს - 24 აგვისტოს უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში - პორტუგალიას.