სპორტი › ხელბურთი | საზღვარგარეთ

ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, 4-6 აპრილს ესპანეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ითამაშებს. ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები არიან ესპანეთის, ნორვეგიისა და მონტენეგროს 20-წლამდელთა გუნდები. ფინალურ ეტაპზე, რომელიც 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე ავსტრიაში გაიმართება, 2 გუნდი გადის.

31 მარტს, სამინისტროში, ხელბურთის ფედერაციამ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შესარჩევი ეტაპის შესახებ ჟურნალისტების შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდული ნაკრების და მზადების და მოახლოებული მატჩების შესახებ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ახაკობრივი გუნდების კურატორმა ჯორჯე რაშიჩმა ისაუბრეს.

პრესკონფერენციას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე. ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზეა - ჯერჯერობით 20 ხელბურთელი ვარჯიშობს, საიდანაც შეირჩევა საუკეთესო 14. გუნდი 3 აპრილს გაემგზავრება ესპანეთში.

ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები

მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), არჩილ სამიტაშვილი (1994, თელავი), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (1996, სტუ)

უკანა სამეული: ზურაბ სიმონია (1994, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი), გიორგი ახალაძე (1995, ქუთაისი), ირაკლი ჩაფიძე (1994, სტუ)

გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომიკო ალანია (1995, იმედი), იოსებ სამიტაშვილი (1994, თელავი), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი), ვლადიმერ ბაძაღუა (1996, პეგასი)

ხაზი: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), , ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ)

მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი, ამირან კომახიძე

ევროპის 20წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.

ოვიედო, ესპანეთი. 4-6 აპრილი, 2014

4 აპრილი, 19:45 საქართველო - მონტენეგრო

5 აპრილი, 21:15 საქართველო - ნორვეგია

6 აპრილი, 20:15 საქართველო - ესპანეთი

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფოტო

ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

ვიდეო