› აფიშა › კინო | თბილისი
ბუნუელის ფილმი 'დავიწყებულების' ჩვენება-დისკუსია
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენის "მექსიკის ხელოვნება-აღქმის მრავალფეროვნება" ფარგლებში გიწვევთ ფილმის ჩვენება-დისკუსიაზე. ნაჩვენები იქნება ლუის ბუნუელის ფილმი "დავიწყებულები" (1950).
დისკუსიას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი (გოგი) გვახარია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.
წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი