აფიშა › კინო | თბილისი

ფილმი 'ქვით ჩაქოლვა - სორაიას ტრაგიკული ისტორია'

ფილმი 'ქვით ჩაქოლვა - სორაიას ტრაგიკული ისტორია'
ფილმი 'ქვით ჩაქოლვა - სორაიას ტრაგიკული ისტორია'

კინოკლუბი "მზესუმზირა" წარმოგიდგენთ ფილმს - "ქვით ჩაქოლვა - სორაიას ტრაგიკული ისტორია".

რეჟისორი: საირუს ნაურასტე
როლებში: შოჰრე აგდაშლუ, მოჟან მარნო, ჯეიმს კევიზელი, ნავიდ ნეგაბანი, ალი პორტაში,
The Stoning of Soraya M (ქვით ჩაქოლვა) -  ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. ეს არის ერთი რეალური ქალის, რეალური დედისა და რეალური ცოლის, უბრალოდ უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკული ისტორია.

ქმრის ღალატში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქმარს 14 წლის ბავშვის ცოლად მოყვანა სურდა, ცოლი კი უბრალოდ ზედმეტი აღმოჩნდა.

მას ყველაზე საშინელი სიკვდილი მიუსაჯეს „ქვით ჩაქოლვა“. ეს არის ისტორია შვილების, რომლებსაც არც კი შეუძლიათ გაუგონ საკუთარ დედას და ქმარი რომელმაც იცის სიმართლე, იცის, რომ უდანაშაულოა, მაგრამ მაინც იმეტებს. მამა რომელიც ფეხზე ძლივს დგას, მაგრამ მაინც ცდილობს როგორმე საკუთარ შვილს ქვა ესროლოს.

და ბოლოს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცდილობს სიკვდილს გადაარჩინოს, სიკვდილის წინ კი პირდება, რომ ამას მთელი მსოფლიო გაიგებს.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #23.

წყარო: კინოკლუბი "მზესუმზირა"