აფიშა › კინო | თბილისი

დოკუმენტური ფილმი 'გზაზე'

დოკუმენტური ფილმი 'გზაზე' - ილიას უნივერსიტეტი
დოკუმენტური ფილმი 'გზაზე' - ილიას უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ფილმი, სახელწოდებით „გზაზე“, გადაღებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული საბაზრო განვითარების პროგრამის მიერ.

დოკუმენტური ფილმი ასახავს ცხვრის გადარეკვის პროცესს შირაქის ზამთრის საძოვრებიდან სამცხე-ჯავახეთის ზაფხულის (მაღალმთიან) საძოვრებამდე. კომპანიამ EcoFilms ფირზე ასახა ის სამკვირიანი რთული გზა, რომელსაც მეცხვარეები ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ გადიან ფარასთან ერთად.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფოტო

დოკუმენტური ფილმი 'გზაზე' - ილიას უნივერსიტეტი
დოკუმენტური ფილმი 'გზაზე' - ილიას უნივერსიტეტი