მწერალთა სახლში ნაჩვენები იქნება მერაბ თავაძის ფილმი - "მე დავბრუნდები". ფილმი ეძღვნება პოეტ მირზა გელოვანს, რომელიც 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.
ფილმი ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა - სიუჟეტი მოიცავს მირზა გელოვანის ცხოვრების პერიოდს თბილისში ჩამოსვლიდან სიკვდილამდე.