მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

კონფერენცია 'თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში'

კონფერენცია 'თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში'
კონფერენცია 'თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში'

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენცია: „თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში".

1. შესავალი: რა არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა?!

2009 წლიდან აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა ევროკავშირის ერთ-ერთი პროგრამის "აღმოსავლის პარტნიორობის" (Eastern Parnership, შემდგომში "EaP") მონაწილეა. "EaP" შექმნის ინიციატივა პოლონეთსა და შვედეთს ეკუთვნის. პროგრამის მიზანი: პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მიმდინარე ეკონომიკური,სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა და მათი დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის" ამოცანებს შორის: პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის; უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა; პარტნიორულ ურთიერთობათა დამყარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მთავრობებს შორის; სხვადასხვა სექტორში რეფორმების მხარდაჭერა და სხვა.

თემატური პლატფორმები. "EaP" მოიცავს ოთხ თემატურ პლატფორმას. აქ მონაწილეობენ სამინისტროების, ეროვნული სააგენტოების, პარლამენტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. დღეისათვის მოქმედებს შემდეგი თემატური პლატფორმები: 1. დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა;

2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 3. ენერგოუსაფრთხოება; 4. ხალხთა შორის კონტაქტები.

იხილეთ ვრცლად „თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში"

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო