მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის კონფერენცია

საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის კონფერენცია
საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის კონფერენცია

საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაცია (სპმა) იწვევს მსურველებს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

"საქართველო და გარე სამყარო: გამოწვევები, პერსპეტივები, და შიდა პოლიტიკური პროცესების გავლენა ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე"

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური მეცნიერების განვითარებას საქართველოში და შექმნას სივრცე მეცნიერული და ანალიტიკური დისკუსიისათვის. წლევანდელი კონფერენციის თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე საერთაშორისო პროცესების, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, რასაც უთუო გავლენა აქვს მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. კონფერენცია წარიმართება ოთხი პლენარული სესიის რეჟიმში.

  • პოსტ - საბჭოთა სივრცე და ახალი გეპოლიტიკური და გეოეკონომიკური რეალიები;
  • საქართველოს ევროატალნტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და დაბრკოლებები;
  • საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები და ქვეყნის საგარეო ურთიერთობები;
  • უსაფრთხოების გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში: შიდა კონფლიქტები, გარე მუქარები, და გლობალური პროცესები.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაცია