მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

ახალგაზრდული პოლიტიკის 2014 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის ეროვნულ კონფერენცია

ახალგაზრდული პოლიტიკის 2014 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის ეროვნულ კონფერენცია
ახალგაზრდული პოლიტიკის 2014 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის ეროვნულ კონფერენცია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო - ჯეორჯია" - ში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით მართავს „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის ეროვნულ კონფერენციას".

კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მათ მიერ მოწოდებული წინადადებები და დოკუმენტები ასახული იქნება სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც მოგვიანებით საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

იხილეთ ვრცლად ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმა

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო