მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

სამოქალაქო განათლება საქართველოში: მიღწევები და პერსპექტივები

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო მიერ განხორცელებული პროგრამის„ ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში,CELA-ს ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია "სამოქალაქო განათლება საქართველოში: მიღწევები და გამოწვევები".

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია დაფუძნდა 2014 წლის 16 აპრილს, თუმცა მისი, როგორც ქსელის ჩამოყალიბება გაცილებით ადრე დაიწყო.
კერძოდ, 2011 წელს IFES-ის ინიციატივით USAID –ის პროგრამა ITEP -ის ფარგლებში საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება. მოგვიანებით მას 16 უნივერსიტეტი შეუერთდა. კურსის შექმნის საჭიროება განაპირობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების მიმართულებით კურსის არ არსებობამ.
კურსის სწავლების ოთხი წლის მანძილზე გამოიკვეთა, რომ მან შეძლო სტუდენტებში სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა და ამავე დროს მიღებული შედეგები საზოგადოებაზეც აისახა.
გამოცდილებამ ასევე ცხადყო, რომ საჭიროა კურსის სწავლების მხარდაჭერა უნივერსიტეტებში, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა არსებული კავშირის შენარჩუნება და მისი ინსტიტუციონალიზაცია, რათა არამხოლოდ უმაღლეს განათლებაზე მოახდინოს აქცენტირება, არამედ მოახდინოს არსებული ცოდნის და გამოცდილების არტიკულაცია და საზოგადოებას შესთავაზოს სერვისები სამოქალაქო განათლების გაძლიერებისათვის.
შესაბამისად საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორთა გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA). აღნიშნულ ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები, რაც ასოციაციას განვითარებისა დიდ პოტენციალს სძენს

წყარო: სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია