მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის 'ზაქარია ჭიჭინაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია'

კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის 'ზაქარია ჭიჭინაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია'
კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის 'ზაქარია ჭიჭინაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია'

ზაქარია ჭიჭინაძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, თურქული, ინგლისური.

კონფერენციის თემატიკა:

ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.

ზაქარია ჭიჭინაძის სამეცნიერო კვლევის არეალი - კვლევის პერსპექტივები და შედეგები.

ორგანიზატორები:

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კულტურათაშორისი დიალოგის ასოციაცია.

კონკურსი:

საერთშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ახალგაზრდა მკვლევარებისათვის. მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, ბაკალავრებს.

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ შეირჩევა სამი გამარჯვებული, რომელთა მოხსენებები დაიბეჭდება შრომების კრებულში.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

საკონფერენციო განაცხადისა და თეზისის მიღების ვადა: 20 მაისი-10 ივნისი.

თეზისების გაფორმების წესი:

შრიფტი: Sylfaen, Times New Roman

სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა: 2000-4000

E-mail: zchichinadze.conference@gmail.com

საორგანიზაციო ჯგუფის დასტური - 12 ივნისი.

წყარო: ზაქარია ჭიჭინაძე (სოაციალური გვერდი)