მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

გაიმართება დიდი ქართველი მეცნიერის, გამომცემლისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 36 მეცნიერი. მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, გერმანია. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, თურქული, ინგლისური.
კონფერენციის ძირითადი თემატიკა: ზაქარია ჭიჭინაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

ზაქარია ჭიჭინაძის სამეცნიერო კვლევის არეალი - კვლევის პერსპექტივები და შედეგები.

კონფერენციის ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, კულტურათაშორისი დიალოგის ასოციაცია.

მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 53 ა, მეორე კორპუსი, სააქტო დარბაზი (მეოთხე სართული).

28 ივნისი, 11:00 საათი - ზაქარია ჭიჭინაძისადმი მიძღვნილი ფოტო და წიგნადი ფონდის გამოფენა; ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის, „მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში“ ახალი გამოცემის (თბ., 2013) წარდგენა; ნოდარ გასიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულისა და კომპაქტ - დისკის წარდგენა; მეორე და მესამე სესია.

მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პირველი კორპუსი, გუდიაშვილის ქ. 5.

29 ივნისი, 11:00 - სტუდენტთა რესპუბლიკური ინტერდისციპლინარული კონფერენცია.

მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 53 ა, პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი (მეოთხე სართული).

კონფერენციის მხარდამჭერები: ”სტუდენტური ამბები” - studinfo.ge; ახალგაზრდული ჟურნალი ,,360 გრადუსი” - 360gradus.ge; საინფორმაციო სააგენტო - ,,The Tbilisi Times” - www.ttimes.ge; ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი”;  „ჟურნალი ისტორიანი“.

ავტორი: ზაქარია ჭიჭინაძე (სოაციალური გვერდი)

წყარო: Knowledge is Power