მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წაიკითხავენ საინტერესო მოხსენებებს შექსპირის კვლევებთან დაკავშირებით. მათ შორის:  „შექსპირის გავლენა ქართულ კულტურაზე“, „შექსპირის ძიება მის სონეტებში“,  „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი და შექსპირის ქართული თარგმანები“, „130-ე  სონეტი და ინტერპრეტაციის პრობლემა თარგმნის დროს“, „შექსპირი და მედიცინა“, „შექსპირული პარალელი როგორც მითოსური სტრუქტურის ელემენტი ჯეიმზ ჯოისის „ულისეში“, „შექსპირის რეცეფცია შტურმერთა და იენის წრის რომანტიკოსთა ლიტერატურულ თეორიაში“ და სხვა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო