მეცნიერება › კონფერენცია | თბილისი

კონფერენცია: 'არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ძალადობისაგან დაცვა'

კონფერენცია: 'არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ძალადობისაგან დაცვა'
კონფერენცია: 'არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ძალადობისაგან დაცვა'

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ა(ა)პ ორგანიზაციის - ,,ღირსეული თაობა“ - ეგიდით გაიმართება კონფერენცია: „არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური ძალადობისაგან დაცვა“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:

  • თემა: „ფსიქოლოგიური ძალადობა“ - ლელა ტყეშელაშვილი, ქ. თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტის, განათლების და განვითარების ფსიქოლოგიის ლექტორი, ფსიქოლოგი.
  • თემა: „ფსიქოლოგიური ძალადობის პრევენცია“ - ნანა გოგიჩაშვილი, ქ. თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ფსიქოთერაპიის ლექტორი, ფსიქოლოგი.
  • თემა: „პიროვნების იდენტობა“ - მარინა კაჭარავა, ადიქციის კვლევის ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგი.
  • თემა: „ღვთის ნების წინააღმდეგობა“ - ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

მისამართი: ელია მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი