კულტურა › კონკურსი | თბილისი

კონკურსი 'ზაფხული და წიგნი'

კონკურსი 'ზაფხული და წიგნი'
კონკურსი 'ზაფხული და წიგნი'

კონკურსი "ზაფხული და წიგნი". ასაკობრივი კატეგორია: თამაშში ჩართვა შეუძლია ყველა ასაკის Facebook მომხმარებელს.

თამაშის აღწერა: თამაშს იწყებს მომხმარებელი და პატარა ვიდეო რგოლის საშუალებით აცნობს მეგობრებს ინფორმაციას, თუ რა წიგნს კითხულობს ამჟამად. ვიდეოს გაზიარებასთან ერთად აუცილებელია მონიშნოს 2 მეგობარი, რომელიც იქნება შემდეგი მონაწილე და გაგვაცნობს წიგნზე ინფომაციას, შესაბამისად მომდევნო მომხმარებელი ნიშნავს დამატებით 2 მეგობარს, რომელიც 3 დღის განმავლობაში იღებს და ავრცელებს თავის ვიდეოს სოციალურ მედიაში, შემდეგ დამატებით ნიშნავს ორ მეგობაარს და ასე იქმნება ქსელები.

კონკურსის პირობები:

  • ვიდეო უნდა იწყებოდეს ფრაზით: „ ვუერთდები „წიგნის მეგობრების“ Facebook თამაშს „ზაფხული და წიგნი“
  • აუცილებელია მონაწილემ წარადგინოს საკუთარი თავი და წიგნის დასახელება სრულად;
  • ვიდეო უნდა იყოს არაუმეტეს 02:00 წუთი
  • მონაწილემ აუცილებელია თამაში გადააბაროს დამატებით 2 Facebook მეგობარს, რომელიც მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგვაცნობს წიგნს ვიდეოს საშუალებით.

(დაგვიანებულად გადმოგზავნილი ვიდეო კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს)

აუცილებელია ვიდეო გამოგზავნოთ “წიგნის მეგობრების” ოფიციალურ facebook გვერდზე ან ელ. ფოსტის მისამართზე: tsignismegobrebi@gmail.com

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის ვიდეო, რომელიც აიტვირთება „წიგნის მეგობრების“ FACEBOOK გვერდზე.

თამაში შეწყდება 2014 წლის 1 სექტემბერს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 სექტემბერს, შემდეგ ნომინაციებში:

  • ყველაზე კრეატიული ვიდეო
  • ყველაზე გრძელი ქსელის მქონე მონაწილე
  • Facebook მომხმარებლის რჩეული (ლაიქების მიხედვით)
  • „წიგნის მეგობრებისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების რჩეული ვიდეოები

გამარჯვებულებს ელით სხვადასხვა საინტერესო საჩუქარი „წიგნის მეგობრებისა“ და პარტნიორი ორგანიზაციებისაგან.

წყარო: წიგნის მეგობრები

ფოტო

კონკურსი 'ზაფხული და წიგნი'
კონკურსი 'ზაფხული და წიგნი'
"La Belle Medical" - "ზაფხული და წიგნის" ერთ-ერთი პარტნიორი
"La Belle Medical" - "ზაფხული და წიგნის" ერთ-ერთი პარტნიორი