კულტურა › კონკურსი | თბილისი

შერჩევა, საერთაშორისო სიმღერის კონკურსისთვის 'Univision'

შერჩევა, საერთაშორისო სიმღერის კონკურსისთვის 'Univision'
შერჩევა, საერთაშორისო სიმღერის კონკურსისთვის 'Univision'

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სიმღერის კონკურსის „Univision"- ში მონაწილის შესარჩევად.

საერთაშორისო კონკურსი "Univision" უკვე მეორე წელია ქალაქ ბაქოში ტარდება. 2013 წელს საქართველოს წარმოადგენდა პროექტის „სტუდენტური დღეები 2013" გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბენდი „Drive Studio".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა 2014 წლის 6 მაისამდე და გაიაროთ რეგისტრაცია.

მონაწილეთა შერჩევა გაიმართება 2014 წლის 7 მაისს 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში (სააკაძის მოედანი) შევსებული განაცხადის გარეშე მონაწილეები არ დაიშებიან. მონაწილემ თან უნდა იქონიოს სიმღერის - ფონოგრამა ფორმატით CD.

ინფორმაციისთვის იხილეთ 'Univision - შესარჩევი კონკურსი'

ვიდეო