კულტურა › კონკურსი | თბილისი

'სტრიტ დენს' კონკურსი და სემინარი

აშშ-ის საელჩო #Sea2Sea „სტრიტ დენს“ კონკურსს მასპინძლობს ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. შერჩევა თავისუფალია.

მიიღეთ მონაწილეობა საერთო კავკასიურ "Street Dance" საცეკვაო კონკურსში და გაემგზავრეთ ბათუმში ტეხასური ცეკვის ანსამბლ "სოულ სტრიტის" ერთკვირიან სემინარზე. კონკურსი ღიაა 16-დან 26 წლამდე მოცეკვავეთათვის. "სტრიტ დენსის" ნებისმიერი სტილი მისაღებია.

ქუთაისი - 30 მაისი - 15:00 საათი

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი.

ბათუმი - 2 ივნისი - 15:00 საათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

თბილისი - 4 ივნისი - 15:00 საათი

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

წყარო: აშშ-ის საელჩო