'ლიტერატურულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი'

,,ახალგაზრდა წიგნიერთა კლუბი'' გიწვევთ ,,ლიტერატურულ თემაზე შექმნილ ბლოგების კონკურსში''
თუ გიყვარს კითხვა, გიტაცებს ლიტერატურა და ხარ ახალგაზრდა ბლოგერი. მაშინ შექმენი ბლოგი შენთვის საინტერესო ლიტერატურულ თემაზე, გააცანი შენი თავი საზოგადოებას და შენი წვლილი შეიტანე წიგნიერების დონის ამაღლებაში.
ბლოგის შექმნა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:
- ქართული შემეცნებითი ლიტერატურული ბლოგი
- უცხოური შემეცნებითი ლიტერატურული ბლოგი
- ქართული ნაწარმოებების განხილვის ბლოგი
- უცხოური ნაწარმოებების განხილვის ბლოგი
- ქართული საბავშვო ლიტერატურული ბლოგი
- უცხოური საბავშვო ლიტერატურული ბლოგი
- ბლოგი: ,,საქართველოს ღირსებანი''
ბლოგის შექმნა შეიძლება ნებისმიერ ონლინ პროგრამაში, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკვე არსებულ ბლოგებსაც და ახლადშექნილ ბლოგებსაც.
პროექტში ჩართული ერთი ბლოგი უნდა შეიქმნას მხოლოდ ერთ თემაზე რომელიც მითითებულია თემის კატეგორიებში.
ბლოგების კონკურსი გაგრძელდება 2014 წლის ოქტომბრამდე,
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება რამოდენიმე გამარჯვებული რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და წამახალისებელი პრიზებით.
კონკურსში მონაწილე ბლოგებს განიხილავს სპეციალური ჟიური რომელიც იხელმძღვანელებს შეფასების კრიტერიუმებით:
ყველაზე მეტი ვიზიტორი 6 თვის განმავლობაში
- ყველაზე აქტუალური პოსტი
- ყველაზე კრეატიული ბლოგი
- ყველაზე ახალგაზრდა ბლოგერი
- ყველაზე ,,ახალგაზრდა აქტიური'' ბლოგი
წყარო: ახალგაზრდა წიგნიერთა კლუბი