ქ. დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე, შადრევანთან გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობიდან ქიზიყი.ge-ს აცნობეს, კონცერტში მონაწილეობენ: ლადო ათანელი, თემურ წიკლაური, „ჩვენებურები“, „ქუჩის ბიჭები“, „გორდელადან“ თამუნა ალადაშვილი, სოფო ბედია და სხვები.
ღონისძიება გრანდიოზული ფეივერკით დასრულდება.
გასულ წლიდან ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით დედოფლისწყაროს საკუთარი დღესასწაული აქვს, ყოველი წლის 1 აგვისტოს „დედოფლისწყაროობა“ აღინიშნება, სადაც საპატიო დედოფლისწყაროელებიც დასახელდება.
2 აგვისტოს კი დედოფლისწყაროელები ელია თეზბიტელის დღეს აღნიშნავენ და ელიას მთაზე მდებარე ტაძარში ღამისთევისთვის შეიკრიბებიან.