კულტურა › კონცერტი | ბათუმი

იერუსალიმის კამერატა საქართველოში

იერუსალიმის კამერატა საქართველოში
იერუსალიმის კამერატა საქართველოში

7, 8, 9 ივნისს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება.

3 ივნისს, ამ თემასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია.

ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია „იერუსალიმის კამერატა საქართველოში“.

თბილისის კონცერტიდან მიღებული თანხა პატარა ქეთი აბაშიძის მკურნალობას მოხმარდება.

აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას ინიციატივით, 6 ივნისს საქართველოს მაესტრო ავნერ ბირონის დირიჟორობით, სოფლიოში აღიარებული ორკესტრი ისრაელიდან „იერუსალიმის კამერატა“ ეწვევა. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე სომხური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი წარსდგება. მათი ტანდემი პირველად სწორედ საქართველოში შედგება.

კონცერტები გაიმართება:

7 ივნისი - ბათუმი;
8 ივნისი - ქუთაისი;
9 ივნსისი - თბილისი.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია „აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი“.

პარტნიორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

იერუსალიმის კამერატა საქართველოში
იერუსალიმის კამერატა საქართველოში
იერუსალიმის კამერატა საქართველოში
იერუსალიმის კამერატა საქართველოში
იერუსალიმის კამერატა საქართველოში
იერუსალიმის კამერატა საქართველოში

ვიდეო