კულტურა › კონცერტი | თბილისი

საქართველოს მომავლის ვარსკვლავები, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი

საქართველოს მომავლის ვარსკვლავები, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი
საქართველოს მომავლის ვარსკვლავები, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტ “საქართველოს მომავლის ვარსკვლავების" ეგიდით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები: ანასტასია გაი (ფორტეპიანო-ხარკოვის საშუალო, სპეციალიზირებული მუსიკალური სკოლა), ვარვარა ვასილიევა (ვიოლინო - ნ.ვ.ლისენკას სახ. კიევის საშუალო, სპეციალიზებული მუსიკალური სკოლა), ბარბარე თათარაძე (ფორტეპიანო - თბილისის, ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი), მარიამ ობოლაშვილი (ვიოლინო - კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარია) და ანა ჭანია (ვიოლინო - თბილისის, ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“).
პროექტ "საქართველოს მომავლის ვარსკვლავების" მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე, საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივი მიღწევების წახალისებაა.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო