კულტურა › კონცერტი | თბილისი

ხელოვნების კოლეჯის 'Art - 51' მოსწავლეთა კონცერტი

ხელოვნების კოლეჯის 'Art - 51' მოსწავლეთა კონცერტი
ხელოვნების კოლეჯის 'Art - 51' მოსწავლეთა კონცერტი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ქ.თბილისის 51 - ე საჯარო სკოლის ხელოვნების კოლეჯის "Art - 51" მოსწავლეთა კონცერტი.

კოლეჯის დირექტორი - ლალი მასხულია.

კონცერტზე პირველად აჟღერდება სიმღერა, რომელიც ეძღვნება საქართველოს კათალიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. სიმღერის ტექსტი ეკუთვნის ნანა დარჩიაშვილს, მუსიკა - მანანა იმედაძეს.

ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები: „ცელო მოუსვი ნამგალსა“, „მივალ გურიაში“, „თოლიგე“, „სისონაი დარჩია“, „უწინარეს“, გურული „ალილო“, „დიდი ხნიდან“, „არხოტო“, „ხანში შესულო მეცხვარევ“, „პირიმზე“.

კონცერტი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II - ს.

ღონისძიების ორგანიზატორია ხელოვნების კოლეჯი „Art - 51“ და პედაგოგი - მანანა იმედაძე.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი