კულტურა › კონცერტი | თბილისი

ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტი

ვაჟა აზარაშვილის კონცერტი
ვაჟა აზარაშვილის კონცერტი

ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, „თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი“ წარმოგიდგენთ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კამერული მუსიკის კონცერტს.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, საბალეტო, კამერულ-ინსტრუმენტული, ვოკალური, მიუზიკლი, საესტრადო, მუსიკა თეატრისა და კინოსათვის და სხვ. მის შემოქმედებით ინდივიდუალურობას იშვიათი გულწრფელობა, ღრმა მელოდიზმი, ნატიფი გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს. ვაჟა აზარაშვილი იმ ქართველ კომპოზიტორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიერ შექმნილი მუსიკაც დროს უძლებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომავალ კონცერტზე წარმოდგენილი ყველა ნაწარმოები სრულდება პირველად. კერძოდ, ეს გახლავთ, სონატა N 3 ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 5 პრელუდი ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სიმებიანი კვინტეტი, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური ციკლი ტარიელ ჭანტურიას ლექსებზე და პიესები საფორტეპიანო კვარტეტისათვის (ახალი რედაქცია). კონცერტში მონაწილეობენ თეიმურაზ გუგუშვილი (საქ, სახ. არტისტი), გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო), თამარ ბულია (ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), თორნიკე გეწაძე (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ჰაიკ ბაბაიანი (ჩელო), ნათია აზარაშვილი (ფორტეპიანო).

კონცერტი ტარდება „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის“ მხარდაჭერით.

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

ფოტო

ვაჟა აზარაშვილის კონცერტი
ვაჟა აზარაშვილის კონცერტი