კულტურა › კონცერტი | საზღვარგარეთ

ანსამბლი 'ქართული ხმები' ბალტიისპირეთში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლი „ქართული ხმები“ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში სოლო კონცერტებს გამართავს.

კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების მოწვევითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველ ემიგრანტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ანსამბლის კონცერტებს და ეზიარონ ქართულ მუსიკას.

პროექტი ინიცირებულია ანსამბლის „ქართული ხმები“ დირექტორის კახაბერ გრიგალაშვილის მიერ და ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის „ქართული სეზონის“ ფარგლებში.

წყარო: კულტურის სამინისტრო