კულტურა › კონცერტი | თბილისი

იან ჰამმერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი

იან ჰამმერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი
იან ჰამმერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩეხი მუსიკოსის იან ჰამმერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს პიანისტი გიორგი შავერზაშვილი.

2014 წელი საქართველოში ჩეხური მუსიკის წლად გამოცხადდა. ღონისძიება ამ თარიღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ტარდება.

კონცერტის ორგანიზატორია ჩეხეთის სათვისტომო საქართველოში "ზლატა პრაღა". ღონისძიების მხარდამჭერები არიან ჩეხეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ვიდეო