კულტურა › კონცერტი | აჭარა

ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ 'ნანინას' შემოქმედებითი დღეები აჭარაში

ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ 'ნანინას' შემოქმედებითი დღეები აჭარაში
ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ 'ნანინას' შემოქმედებითი დღეები აჭარაში

აჭარაში გაიმართება ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ "ნანინას" შემოქმედებითი დღეები.

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა" (ხელმძღვანელი - თეა კასაბური) 2003 წელს ჩამოყალიბდა.

"ნანინას" ათი წევრიდან უმრავლესობა პროფესიით ეთნომუსიკოლოგია. ისინი ეძებენ, სწავლობენ და ასრულებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქალთა ტრადიციულ სიმღერებს, მონაწილეობენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, სიმპოზიუმებში, ატარებენ კონცერტებს, გამოცემული აქვთ ერთი აუდიოალბომი.

ანსამბლმა "ნანინამ", ქალთა ტრადიციული სასიმღერო მემკვიდრეობის გამომზეურების, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, გადაწყვიტა თავისი შემოქმედება საქართველოს სხვადასხვა კუთხის მსმენელს გააცნოს: მოაწყოს შეხვედრები საჯარო და მუსიკალური სკოლების მუსიკის პედაგოგებთან, შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიაროს ამ რეგიონებში მოქმედ ქალთა ფოლკლორულ კოლექტივებს.

პროექტი პირველად აჭარაში ხორციელდება.

"ნანინას" სტუმრობა აჭარაში სამ დღეს გასტანს:

28 მაისს 19 საათზე გაიმართება "ნანინას" სოლო კონცერტი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის ტრადიციული გალობისა და სიმღერის ანსამბლი "ფერიცვალება" (ხელმძღვანელი ედუარდ გორგილაძე).

29 მაისს 15 საათზე ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის მცირე დარბაზში მოეწყობა შეხვედრა და მასტერკლასი ბათუმისა და აჭარის რაიონების საჯარო და მუსიკალური სკოლების მუსიკის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის. აქვე გაიმართება ანსამბლის წევრის, ეთნომუსიკოლოგ მაია გელაშვილის ეთნოგრაფიულ თემატიკაზე შექმნილი ზღაპრების წიგნის _ "მხიარულ-ბრაზიანი ბატონების" - პრეზენტაციაც.

30 მაისს ანსამბლი ქედაში შეხვდება და შემოქმედებით გამოცდილებას გაუზიარებს ქალთა ფოლკლორულ ანსამბლს _ "იაგუნდს" (ხელმძღვანელი ქეთევან ნაგერვაძე); ქედის ისტორიულ მუზეუმში გაიმართება ერთობლივი კონცერტი.

პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: ნანინა

ფოტო

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი 'ნანინა'
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი 'ნანინა'
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი 'ნანინა'
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი 'ნანინა'
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი 'ნანინა'
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი 'ნანინა'