კულტურა | თბილისი

ქართულ ხელნაწერებში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, “ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, პროექტის ავტორები, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

მისამართი: უზნაძის 52

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო