კულტურა | თბილისი

დავით გაბუნიას პიესების კრებულის პრეზენტაცია

მწერალთა სახლში - გამომცემლობა "დიოგენე" წარმოგიდგენთ დავით გაბუნიას პიესების კრებულს - წიგნში შესულია ოთხი პიესა: "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება", "Holland Holland", "ლავინიას ყურები", "თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული"

რედაქტორი სოლომონ ნოზაძე
გარეკანის დიზაინერი ბესიკ დანელია
დიზაინერი ნინო გურული

2013 წელს დავით გაბუნიას გადაეცა საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" მიერ დაწესებული დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი" წლის საუკეთესო ახალი პიესის ნომინაციაში. პრემიის ინიციატორი და მხარდამჭერია კომპანია "რედიქსი".

გამომცემლობა "დიოგენემ" კი გამარჯვებული დრამატურგისთვის დააწესა პრიზი - პიესების კრებულის გამოცემა.

წლარო: საქართველოს მწერალთა სახლი

ფოტო