ციკლიდან 'მთარგმნელები მწერალთა სახლში' ხათუნა ცხადაძესთან შეხვედრა

მწერალთა სახლში ციკლიდან „მთარგმნელები მწერალთა სახლში“ მოხდება ხათუნა ცხადაძესთან შეხვედრა.
2011 წელს ხათუნა ცხადაძემ ქართულად თარმნა უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ . როგორც ხათუნა ამბობს, ის ამ წიგნის თარგმნაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის ტექსტი, რომელიც გამდიდრებს, გასწავლის და გხდის უფრო ცნობისმოყვარეს- ამბობს წიგნის თაობაზე მთარგმნელი.
ხათუნა ცხადაძეს ასევე ნათარგმნი აქვს ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“, უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის ცნობილი მიმოწერა "რა სწამს მას, ვისაც არ სწამს"; იტალო კალვინოს, პიერ პაოლო პაზოლინის, კარლო გინძბურგის, ნატალია გინძბურგის, ალესანდრო ბარიკოს, ნიკოლო ამანიტის და სხვათა მოთხრობები და ესეები.
თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ იტალიურ მწერლობაზე, თარგმანზე, იტალიელ ავტორებზე და ზოგადად, ლიტერატურაზე, არ გამოტოვოთ ეს შეხვედრა მთარგმნელ ხათუნა ცხადაძესთან.
წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი