კულტურა | თბილისი

შეხვედრა საბავშვო წიგნების ილუსტრატორთან ია გიგოლაშვილთან

შეხვედრა საბავშვო წიგნების ილუსტრატორთან ია გიგოლაშვილთან
შეხვედრა საბავშვო წიგნების ილუსტრატორთან ია გიგოლაშვილთან

"2014-წიგნიერების წლის" ფარგლებში გამომცემლობა "დიოგენე" და "მწერალთა სახლი" იწვევს 6-დან 12 წლამდე ბავშვებს ლიტერატურულ შეხვედრებზე. ერთი თვის განმავლობაში პატარები შეხვდებიან საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორს და გამომცემელს, სადაც ისაუბრებენ მნიშვნელოვან გამოცემებზე, საბავშვო პოეზიაზე, კლასიკად ქცეულ საბავშვო ნაწარმოებებზე და მხატვართან ერთად შექმნიან ილუსტრაციებს.

ამჯერად შეხვედრა საბავშვო წიგნების ილუსტრატორ ია გიგოლაშვილთან გაიმართება. მხატვარი ბავშვებს გააცნობს გამოცემებს, რომლებიც მისი ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ბავშვები იასთან ერთად შექმნიან ილუსტარციებს.

შევეცდებით, პატარებს შევაყვაროთ კითხვა და გავაცნოთ ყველასთვის საყვარელი წიგნები.

ველით ყველა პატარას ,,მწერალთა სახლში“.

დასწრება უფასოა.

გაიარეთ რეგისტრაცია, გამოაგზავნეთ პირადი ინფორმაცია: გვარი, სახელი და ასაკი.

ელფოსტა pr@diogene.ge

წყარო: გამომცემლობა "დიოგენე"

ფოტო

ია გიგოლაშვილი
ია გიგოლაშვილი