კონკურსის 'ქართული კალიგრაფია' გამარჯვებულთა დაჯილდოება
კონკურსის 'ქართული კალიგრაფია' - დაჯილდოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდება კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
პროექტი მეორე წელია ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით. კონკურსის ორგანიზატორები არიან: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა.