რისმაგ გორდეზიანის ლექცია 'ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში'

მწერალთა სახლში, ციკლიდან „საუბრები ლიტერატურაზე“ ჩატარდება აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის ლექცია „ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში“.
თანამედროვე პოლიტოლოგიაში დისკუსია მიმდინარეობს ევროპის იდეის განსაზღვრის საკითხებზე. რა უდევს საფუძვლად ევროპული იდენტობის აღქმას, როდიდან იწყებს ევროპა, ამ სიტყვის უახლესი გაგებით, არსებობას და რა არის მისი საფუძველი, რა მიმართებაა ცნებებს - ევროპა და დასავლეთი - შორის, რით გასხვავდება ერთმანეთისგან ევროპის იდეის გაგება ანტიკურობასა და XXI საუკუნეში, სად არის საქართველოს ევროპული ორიენტაციის ძირები?
ლექცია წარმოგვიდგენს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ცდას. ამასთანავე, ყურადღება შეჩერდება იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილია დემოკრატიის მამის, პერიკლეს სიტყვაში ჩამოყალიბებული დემოკრატიისათვის აუცილებელი პრინციპები და რამდენად მიზანშეწონილია ამ პრინციპების ევროპის იდეისათვის საფუძვლად დადება XXI საუკუნეში.
წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი