კულტურა | თბილისი

თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს მიღებას

თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს მიღებას
თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს მიღებას

თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი - თემურ ჩხეიძის სახელოსნო აცხადებს მიღებას.

სახელოსნოში მიღების წესები

  • სახელოსნოში მიიღებიან სრული უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
  • სახელოსნოში რეგისტრაცია/განაცხადების მიღება დაიწყება 2014 წლის 25 აგვისტოდან და გაგრძელდება 5 სექტემბრამდე ყოველდღე 12–დან 18 სთ–მდე.
  • სახელოსნოში სწავლა შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ არჩეული სპეციალობის (რეჟისორი, დრამატურგი, თეატრმცოდნე) უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს.
  • კურსი მოიცავს 2 სასწავლო წელს.
  • სახელოსნოში სწავლა უფასოა.

რეგისტრაციაზე კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს

  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი.
  2. ფოტოსურათი (3 X4)
  3. პირადობის მოწმობისან პასპორტის ასლი
  4. სრულად შევსებულიგანაცხადი
  5. რეჟისორებმა - სავალდებულოა, განაცხადისფორმასთან ერთად წარმოადგინონ განხორციელებული საკურსო/სადიპლომო, ან სხვა სპექტაკლის/ფილმის ჩანაწერი DVD-ზე, ასევე სურვილისამებრ, თავიანთი სხვა ნაშრომები, მაგ: ლიტერატურული ნაშრომები, ფოტო, ვიდეო და ა.შ.
  6. დრამატურგებმა - სავალდებულოა,განაცხადის ფორმასთან ერთად წარმოადგინონ თავიანთი პიესა/პიესები, ასევე სურვილისამებრ, სხვა ლიტერატურულ ჟანრში შექმნილი ნაშრომები.
  7. თეატრმცოდნეებმა- სავალდებულოა, განაცხადის ფორმასთან ერთად წარმოადგინონ თავიანთი რეცენზიები სპექტაკლებზე, ან/და სხვა სახელოვნებო ნამუშევრებზე.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

კონკურსის ჩატარების თარიღები სპეციალობების მიხედვითარის 9, 10, 11, 12, 13, 14, 15 სექტემბერი. თარიღების ცვილილების შემთხვევაში კანდიდატებსეცნობებათ ელექტრონული ფოტის საშუალებით .

კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს

შევსებული განაცხადი ნაბეჭდი სახით, ერთ ეგზემპლარად, უნდა წარმოადგინოთ25 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე (12 სთ-დან 18 სთ-მდე) სამეფო უბნის თეატრში, მისამართზე:გ.აბესაძის ქ. #10. ტელ: 2 99 61 71 chkheidze.studio@yahoo.com

მისაღები გამოცდები შედგება შემდეგი ეტაპებისგან

1. სარეჟისორო გამოცდა

პირველი ტური :

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან სათეატრო ხელოვნების ზოგადი საკითხების და საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ.

პირველი ტურის შემდეგ რეჟისორებს მიეცემათ საშინაო დავალება, რომელიც უნდა წარმოადგინონ სარეჟისორო გამოცდის მეორე ტურზე.

მეორე ტური:

შესრულებული დავალების შემოწმება/ანალიზი.

2. დრამატურგების გამოცდა

პირველი ტური :

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან სათეატრო ხელოვნების ზოგადი საკითხების და საკუთარი პროფესიულიგამოცდილების შესახებ.

დრამატურგებს მიეცემათ საშინაო დავალება, რომელიც უნდა წარმოადგინონ მისაღები გამოცდების მეორე ტურზე.

მეორე ტური :

შესრულებული დავალების შემოწმება/ანალიზი.

3. თეატრმცოდნეები

პირველი ტური:

გასაუბრება მიმღებ კომისიასთან სათეატრო ხელოვნების ზოგადი საკითხების და საკუთარი პროფესიულიგამოცდილების შესახებ.

თეატრმოცდნეებს მიეცემათ საშინაო დავალება, რომელიც უნდა წარმოადგინონ მისაღები გამოცდების მეორე ტურზე.

მეორე ტური :

შესრულებული დავალების შემოწმება/ანალიზი.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში - თემურ ჩხეიძის სახელოსნო
პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში - თემურ ჩხეიძის სახელოსნო

ვიდეო