კულტურა | თბილისი

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები (სახვითი ხელოვნების ჟანრები, იმერეთი – დედაჩემი)

საგანმანათლებლო პროგრამის განრიგი

  • 12:00 სახვითი ხელოვნების ჟანრები
  • 14:00 იმერეთი – დედაჩემი

სამყაროს თემატური აღქმა ფერისა და ფორმის მეშვეობით

ეროვნული მუზეუმის საგანამანთლებლო ცენტრი გეპატიჟებათ ეროვნულ გალერეაში სახვითი ხელოვნების ჟანრების თავისებურებების შესასწავლად. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ჟანრების და დარგების, მათი თავისებურებებისა და მრავალფეროვნების გაცნობას ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მხატვრების შემოქმედების მაგა ლითზე. ყოველ შეხვედრაზე საუბარი თითოეულ ჟანრს შეეხება (იხ. კალენ დარი).

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-8 – მე-10 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ჩატარების დრო: შაბათ-კვირას 12:00 სთ

იმერეთი–დედაჩემი

საგანმანათლებლო პროგრამა "იმერეთი-დედაჩემი" (დ.კაკაბაძის ნამუშევრის მიხედვით). მოიცავს დისკუსიასა და სახალისო პრაქტიკულ აქტივობას, რომლის პროცესში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხ-ებზე, როგორიცაა სასურათო სიბრტყეზე ფიგურისა და ფონის ურთიერთ-დამოკიდებულება; პეიზაჟი როგორც ჟანრი და ფონი პორტერეტისთვის; პორტრეტული ჟანრის თავისებურებები და სხვა.

  • პროგრამა განკუთვნილია: 1–ლი – მე–3 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი–მარტი, ყოველ შაბათს 14:00 სთ.

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი