კულტურა | თბილისი

კონსერვატორიის კურსდამთავრებული საერთაშორისო კონკურსზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარაჭერით 2014 წლის 4 თებერვალს ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ლევან მაკარიძე მიემგზავრება სტრასბურგში საოპერო სტუდიაში, ხოლო 13 თებერვალს გერმანიაში ქალაქ კოლნში საოპერო მომღერლების ფედერალურ სააგენტოში გასაუბრებასა და მოსმენაზე.

კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს ახალგაზრდა მუსიკოსების განვითარებას და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას, რაც ხელოვანს ეხმარება პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში.

http://www.operanationaldurhin.eu/

წყარო კულტურის სამინისტრო