კულტურა | თბილისი

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები (მითოლოგიური პერსონაჟები, პროგრამები არქეოლოგიურ საგანძურში)

საგანმანათლებლო პროგრამის განრიგი

  • 14:30 მითოლოგიური პერსონაჟები
  • 15:30 პროგრამები არქეოლოგიურ საგანძურში

არქეოლოგიური საგანძური

აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში

თემატური ხასიათის პროგრამა გააცნობს მოზარდებს თუ როგორ და რატომ გამოსახავდნენ უძველეს დროში ჩვენი წინაპრები ცხოველთა ფიგურებს. რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ამ გამოსახულებებს? ბავშვები დარწმუნდებიან, რომ ცხოველთა თემას დეკორატიულ და ესთეტიკურ ფუნქციასთან ერთად სიმბოლურ-რელიგიური დანიშნულება ჰქონდა და იმდროინდელი ადამიანის რწმენა-წარმოდგენების სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. გაკვეთილი აგებულია სწავლების ინტერაქტიურ მეთოდზე და დასრულდება შემოქმედებითი დავალებით.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე–6 – მე–10 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი–მარტი, პარასკევს 16:00

წარმოიდგინე წარჩინებული კოლხი ქალი

პროგრამის მიზანია ვანში გათხრილი სამარხის ინვენტარის საფუძველზე მოზარდებმა წარმოიდგინონ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო წარჩინებული კოლხი ქალი. მიმოხილული იქნება მიცვალებულთა კულტისა და რიტუალის თავისებურებები, რწმენა-წარმოდგენები, სამარხში აღმოჩენილი ნივთების მნიშვნელობა და მხატვრული სახე და პარალელები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამარხში აღმოჩენილი ქალის ნივთებს, სამკაულსა და მოსართავს. მაგ. თუ როგორი იყო კოლხი ქალის თავსაბურავი - დიადემა, სასაფეთქლები, საყურეები, მისი ყელსაბამები,სამაჯურები, სამოსი და სხვა. განხილული იქნება ამ ნივთების მხატვრული სახე, მათზე გამოსახული სცენების იკონოგრაფია, ოქრომჭედლობის უნიკალური ტექნიკა - ე.წ. ცვარა. გაკვეთილი აგებულია სწვალების ინტერაქტიურ მეთოდზე და ითვალისწინებს მუშაობას, როგორც ექსპოზიციაში, ისე დარბაზში. გაკვეთილის ბოლოს ვთავაზობთ დავალებას: მოზარდები ნანახი მასალის მიხედვით დახატავენ წარჩინებულ კოლხ ქალს ან მოიგონებენ მასზე რაიმე ამბავს.

პროგრამა განკუთვნილია: მე–6 – მე–10 კლასის მოსწავლეთათვის პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი ჩატარების დრო: იანვარი–მარტი, პარასკევს 16:00

მითოლოგიური პერსონაჟები არქეოლოგიურ საგანძურში

1. დიონისე

გთავაზობთ დიონისეს თემაზე შექმნილ თამაშებს, რომლებიც გამიზნულია როგორც უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, ასევე მაღალი კლა-სის მოსწავლეებისათვის. პროგრამა გთავაზობთ გამოცანებს, რომლებიც ბერძნული და რომაული მითოლოგიის ირგვლივაა შედგენილი.

  • პროგრამა განკუთვნილია: 1-ლი – მე-5 და მე-6 – მე-9 კლასის მოსწავ-ლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი ჩატარების დრო: იანვარი-მარტი, პარასკევს 14:30

2. აქტეონი

პროგრამა შედგენილია ოქროს ფონდში დაცული ბეჭდის ირგვლივ (ბეჭედი აქტეონის გამოსახულებიანი ინტალიოთი, არმაზისხევი, რომელზე-დაც გამოსახულია აქტეონი. მოსწავლეები გაეცნობიან მითს აქტეონის შესახებ. მათ საშუალება ექნებათ, ისაუბრონ იმაზე, თუ რა განსხვავებაა მითს, ზღაპარსა და ლეგენდას შორის. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც აქტეონის მითოლოგიურ პერსონაჟს უკავშირდება. მათ საშუალება მიეცემათ, თავადვე იმსჯელონ ამა თუ იმ ფერწერული ტილოს მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-6 – მე-9 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი-მარტი, პარასკევს 14:30

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი