კონკურსი 2014 წლის ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეში მონაწილეობისათვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს 2014 წლის ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეში მონაწილეობისათვის
ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალე გაიმართება 2014 წლის 7 ივნისიდან 23 ნოემბრამდე (www.labiennale.org).
ბიენალეს ძირითადი თემა - საფუძვლები (Fundamentals)
კონკურსის საფუძველი:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის პროგრამა „ქართული სეზონის“ პრიორიტეტი: „ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ“.
კონკურსის მიზანი:
2014 წელს ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს არსებულ პავილიონში კამიკაძე ლოჯია საუკეთესო საკურატორო პროექტის წარდგენა.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2013 წლის 26 დეკემბრიდან 2014 წლის 30 იანვარამდე (18.00 საათი);
პროექტების განხილვა შედგება 2014 წლის 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე;
იხილეთ ვრცლად – 2014 წლის ვენეციის არქიტექტურის კონკურსის შესახებ
წყარო კულტურის სამინისტრო